საპროექტო განაცხადის ფორმა

ოზურგეთის მერიამ „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქმედითი მხარდაჭერა გახლავთ. ასევე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში ჩართულობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს ოზურგეთის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 დადგენილებით განსაზღვრულ სოციალური მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.
მონაწილეობის მსურველებმა 8-დან 19 აპრილის ჩათვლით საპროექტო წინადადება განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ოზურგეთის მერიაში (მის: მერაბ კოსტავას ქ. N1) ან ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 557 35 00 33, 596 11 53 00

 

სოციალური მეწარმეობა განხორციელების წესი

 

დანართი #2 - 2024

მსგავსი სტატიები