1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ დარბეულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით კი დაშავდა.
დღეს, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი, ყვავილებით შეამკეს.
მსგავსი სტატიები