9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
ოზურგეთში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს, სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნათია გოლიაძემ, ასევე მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.
34 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.