1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
გურიის მხარისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგნელებმა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ნინო თოიძე არის სიმბოლო ქვეყნისადმი უანგარო სიყვარულის. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ 9 აპრილს და მადლობას ვეუბნებით თითოეულ ადამიანს, სწორედ მათ შექმენს საქართველოს უახლოეს ისტორიაში დღე, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა.“ – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგნელებმა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორილი მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
მსგავსი სტატიები