1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად და მერმა კონსტანტინე შრაშენიძემ 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
“ 9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის არის დღე თავისუფლების, ერთიანობის. 21 ადამიანი და მათ შორის ლიხაურელი ნინო თოიძე გახლავთ მაგალითი და სიმბოლო თავგანწირვის, ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულის. ჩვენ პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას. სიამაყით ვიხსნებეთ 9 აპრილს და მადლობას ვეუბნებით თითოეულ ადამიანს, რომლმაც ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა გვაჩუქა.“ – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
დღეს, სოფელ ლიხაურის ცენტრში 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო.