1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 32 წელი გავიდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და საჯარო მოხელეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ლიხაურში პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო თოიძის ხსოვნას.
სოფელ ლიხაურის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
,, 9 აპრილი ეს არის მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღე, რომელმაც უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რადგან ეს იყო ქათველების ერთსულოვნებისა და ეროვნული ერთიანობის მიღწევის დღე. ტრაგიკულად დაღუპულ 21 გმირს შორის ერთ-ერთი ოზურგეთელი ნინო თოიძეა, რომლის სახელი ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს გადაეცემა”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა
21 ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
#9აპრილი #მადლობათავისუფლებისათვის
#გურია #ოზურგეთი2021