1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჭანიშვილმა, მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნათია გოლიაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაშავდა.
აგრეთვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი, ყვავილებით შეამკეს.