ოზურგეთის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვა მიმდინარეობს.
საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიებმა ერთობლივ სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე იმსჯელეს.
კომისიების ერთობლივ სხდომაზე ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვას წინ
უსწრებდა აღნიშნული დოკუმენტის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
კომისიებთან მოქმედი სამუშაო ჯგუფების მიერ. “2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ნათლად იკვეთება
საბიუჯეტო რესურსების რაციონალური და მიზანმიმართული გამოყენების
მკვეთრად გამოხატული ტენდენციები.”- აღინიშნა სხდომაზე. დამტკიცდა დასკვნა, რომელშიც აისახა კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები. კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვა.