ოზურგეთის საკრებულოში, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დასკვნითი განხილვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე შედგა.
კომისიამ მერიის საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგნელისგან დეტალური ინფორაცია მოისმინა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებსა და მაჩვენებლებზე. დამტკიცდა კომისიის დასკვნა, რომელიც საკრებულოს წარედგინება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცება.