ოზურგეთის მერია 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „შემოქმედებითი ოზურგეთის“ ფარგლებში, საპროექტო განცხადებების მიღებას იწყებს.
პროგრამის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, კულტურის სფეროს ხელმისაწვდომობა და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა გახლავთ. ასევე, ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა.
საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილების მე-16 მუხლით განსაზღვრულ „შემოქმედებითი ოზურგეთის“ პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.
მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება, განცხადებასთან ერთად, 28 მაისის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ (მის: მერაბ კოსტავას ქ. N1) ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com
საპროექტო-განაცხადი-შემოქმედებითი-ოზურგეთი