ოზურგეთის მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, კომისიის წევრებთან ერთად, ბიზნეს გეგმის პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პროგრამაში ჩართული მონაწილეების ბიზნეს გეგმის განხილვა უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა“, მიზნად ისახავს სოციალურ ეკონომიკურ გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერას, აგროტურისტული პოტენციალის განვითარებას, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.