ლიხაური – კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია

🚧 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ლიხაური – კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილედება.
📌 სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა 3,5 კმ სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება. აგრეთვე, გზის რეაბილიტაციის გარდა, აქ უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებიც.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან, მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მსგავსი სტატიები