ოზურგეთში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ბრიტანეთისა და რუმენითის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ბრიტანეთისა და რუმენითის საელჩოს წარმომადგენლებს. განვიხილეთ ის პროექტები და ინიციატივები, რომელსაც მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
მადლობას ვუხდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროსს, სტივენ მაკკორმიკს, პოლიტიკურ მდივანს, სოფიო ბერიშვილს, რუმინეთის ელჩს საქართველოში რაზვან როტუნდუს და ნატოს სამეკავშირეო ოფისს ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისათვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.