შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან

🇬🇪🇺🇸 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთში ვუმასპინძლეთ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც სამომავლო გეგმები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს ამერიკელი ხალხის და ამერიკის ხელისუფლების მიერ, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის და მეგობრობისთვის,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

      

მსგავსი სტატიები