ოზურგეთში, საქართველოს მასშტაბით სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯიდლოება გაიმართა.
წარმატებულ სპორტსმენებს, ფულადი ჯილდოები და სიგელები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გადასცეს.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.