ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პარლამენტის წევრის – გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს უფროსმა ქეთევან ვასაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, კლინიკების მედპერსონალს, მეხანძრე-მაშველებს, სამხარეო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.