ოზურგეთში მუნიციპალური სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენენ.
„დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტების შეძენა ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით იქნება შესაძლებელი.
მინდა მადლობა გადავუხადო სააფთიაქო ქსელებს – “ავერსი – ფარმა“, „პსპ ფარმა“, „იმპექსფარმი“ და სს „გეფა (ფარმა დეპო, ჯი პი სი) თანადგომისთვის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გამოხატეს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.