ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ დღეს სოფელ ოზურგეთში უკრანელი მოქალაქე მოინახულა და დაბადების დღე მიულოცა.
„ლილი, უკრაინის დონეცკის ოლქიდან ქალაქ კრამატორსკიდან 1 თვეა რაც ოზურგეთში დასთან ერთად იმყოფება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა ხელისუფლების მხრიდან იგრძნონ მხარდაჭერა და თანადგომა. ამ რთულ ვითარებაში ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.
პატივისცემით ვულოცავ ლილის დაბადების დღეს. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას,“- აღნიშნა, მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ.