სტუმრად უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებთან

ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები მოინახულა და მათ სოციალურ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„დიდთოვლობის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს ვუთმობთ. ოზურგეთის უპოვართა სასადილოს რამდენიმე ბენეფიციარმა დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასადილოში მისვლა ვერ მოახერხა, ამიტომ მათ სახლებში ვესტუმრეთ და კუთვნილ საკვებთან ერთად, ტკბილეულიც მივუტანეთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ამ ადამიანებმა, ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა იგრძნონ,“- აღნიშნა, ნათია გოლიაძემ.

    

მსგავსი სტატიები