ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალი დღეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ასევე, მოინახულეს ოზურგეთში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და საჩუქრები გადასცეს.
„დღეს, პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს. ასევე, ვესტუმრეთ ვეტერანებს – შოთა გოგატაძეს და ანასტასია მჟავიას, რომელთაც თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ჩვენს საამაყო ვეტერანებს ვულოცავ გამარჯვების დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას!“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. ოზურგეთის მერიის სახელით კი ვეტერანებს 1 000 ლარი გადაეცემათ.