ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრის – გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ, ასევე, ოზურგეთში მცხოვრები ორი ვეტერანი მოინახულეს და გამარჯვების დღე მიულოცეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. დამატებით კი ოზურგეთის მერიის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს 1000 ლარი გადაეცათ.
მსგავსი სტატიები