ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ მერიაში მცხოვრები ვეტერანი შოთა გოგატაძე მოინახულეს და გამარჯვების დღე მიულოცეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. დამატებით კი ოზურგეთის მერიის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანს, ბატონ შოთა გოგატაძეს 1000 ლარი გადაეცა.
მსგავსი სტატიები