ოზურგეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ყვავილებით შეამკეს.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – ანასტასია მჟავია და შოთა გოგატაძე მოინახულეს, დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. დამატებით კი ოზურგეთის მერიის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს 1000 ლარი გადაეცათ.