გულშემატკივრების დახვედრა

ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ დიდ 10-შია!

ქალაქ თბილისში, ავჭალის რაგბის სტადიონზე გამართულ პირველი ლიგის ფინალში „არწივებმა“ თბილისის „არმია“ 20:13 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

ოზურგეთში დაბრუნებულ მორაგბეებს სპორტსმენები, გულშემატკივრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მსგავსი სტატიები