ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების სხდომები გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკაგულების პროექტის წარდგენა: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ასევე, საკრებულოზე იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშზე.
განათლების კომისიის წევრებმა განიხილეს ,, ქ. ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის განთავსების შესახებ“ საკითხი. დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეთანხმების მიზნით გაეგზავნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
მსგავსი სტატიები