ევროპის საბჭოს ხილვადობის დღეების ფარგლებში, პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ სემინარი გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი და მერის მოადგილე ნათია გოლიაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრას, რომელსაც სამოცზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მიეძღვნა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ინკლუზიური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა მათ უკეთ მიაწვდინონ ხმა ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს და დაგეგმონ ეფექტიანი ცნობიერების ამაღლების აქტივობები.
ევროპის საბჭოსთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.
მსგავსი სტატიები