ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციის (ათეა) პროექტის, ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, გამარჯვებულია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობისთვის განხორციელებული საუკეთესო პროექტების მქონე მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა.
სპეციალური სიგელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჭანიშვილს გადაეცა.
კონკურსი, კარგი პრაქტიკის გაზიარებისა და მუნიციპალიტეტების მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში მონაწილეობის სურვილი, შესაბამისი პროგრამების მქონე თერთმეტმა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.
აღნიშნული ღონისძიება, ათეას პარტნიორობით მიმდინარე პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.