თბილისის საკრებულოში, ევროსაბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის უფროსთან ნანა თავდუმაძესთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა ის პროექტები და მიღწევები, რომლებიც სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით განახორციელა.
პროექტი, 2021 წლიდან ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავდა გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას, ადგილობრივ მმართველობასა და საზოგადოებაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
მსგავსი სტატიები