ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, სოფლის სახალხო დღესასწაული გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო თანამედროვე, ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
სახალხო დღესასწაულს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები