ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტ „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. აგრეთვე, შეისწავლოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, გორი, ზესტაფონი, თელავი, თეთრიწყარო, ონი, ოზურგეთი, რუსთავი, ჩოხატაური და წყალტუბო) არსებული მდგომარეობა სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით, შეაფასოს რა გამოწვევები არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით და გამოავლინოს ის შესაძლებლობები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეობითი პროცესების გაუმჯობესებას.
მსგავსი სტატიები