ევროპის საბჭოს კვირეული ადგილობრივ დონეზე ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობას ეთმობა
ევროპის საბჭოს ხილვადობის დღეების ფარგლებში, „ანტიდისკრიმინაციული კომუნიკაცია – მრავალფეროვნების დაცვა და ინკლუზიის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ – სემინარი ჩატარდა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჭანიშვილთან ერთად დაესწრო.
სემინარი, რომელსაც სამოცზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მიეძღვნა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ინკლუზიური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას; საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში კარგ პრაქტიკებსა და ეფექტიან პოლიტიკაზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეემუშავებინათ სტრატეგიები ყველაზე დაუცველ თემებთან ნდობის გამყარების მიზნით. ასევე, ანტიდისკრიმინაციული და ინკლუზიური ზომებ2ის წახალისების მიმართულებით. კონგრესის ექსპერტებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების ასახვის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებაშიც გაუწიეს დახმარება.
ღონისძიება პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
ევროპის საბჭოსთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.