ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;“
აგრეთვე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტებს.
საკრებულო, მოისმენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტს.
საკრებულოს სხდომა 27 მარტს 11 საათზე გაიმართება.