დარგობრივი კომისიის წევრებმა მიზნაშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე (პარკის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ. ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ( ტროტუარი) მდებარე 686 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.