კომისიის სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.

დარგობრივი კომისიის წევრებმა მიზნაშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 2769 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე (პარკის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ. ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე (ტროტუარი) მდებარე 686 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“ ასევე, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურის მიმდებარე) მდებარე 87 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“

მსგავსი სტატიები