ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ და დადებითი დასკვნა შეიმუშავეს, რომ აღნიშნული დადგენილების პროექტი წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში ასევე აისახა, შემდეგი საკითხები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ; ასევე, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომის ბოლოს, დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეებმა, საკრებულოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.