ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში საბავშვო ბაღი გაიხნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს და იაპონიის მთავრობების მხარდაჭერით, ბაღთან ერთად, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ამბულატორიის ა და ადმინისტრაციის შენობასაც. ჯამში, პროექტებისთვის 1 103 000 ლარი იხარჯება.
მსგავსი სტატიები