ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
ამ დროისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზები გაიწმინდა; სოფელ კონჭკათში, ასევე, შრომაში ხდება დაზიანებული გზებისა და კრიტიკული მონაკვეთების აღდგენა.
მსგავსი სტატიები