ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.
ამ დროისთვის, მობილიზებულა ყველა სამსახური და საჭირო ტექნიკა – მუშაობა გრძელდება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. აგრეთვე, სოფლებში გაიწმინდა შიდა საუბნო გზები. მიმდინარეობს დაზიანებული გზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზიანის შეფასება.
მსგავსი სტატიები