წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება

default

წვერმაღალას პარკში, წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ერთიან ეროვნული გამოცდების მიხედვით 100%-იანი გრანტის მფლობელ 14 სტუდენტს მხარისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად 3000-3000 ლარი, მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1500-1500 ლარი, ხოლო 88 ახალგაზრდა ოქროს მედალოსანს 300-300 ლარი გადასცეს.

სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიციატივით ამოქმედდა.

მსგავსი სტატიები