ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი და 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები 3000 და 1000 ლარით დაჯილდოვდნენ. ასევე, გრანტის მფლობელი მედალოსნები დამატებით 500 და 400 ლარს მიიღებენ. ხოლო, 102 ახალგაზრდა ოქროს მედალოსანს 300-300 ლარი გადაეცათ.
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ სკოლებიც, რომლებიც თითოეულ 100%-იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეზე 1500 ლარს მიიღებენ.
დაჯილდოების ცერემონიალს საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიციატივით ამოქმედდა და უკვე 9 წელია ფუნქციონირებს.
მსგავსი სტატიები