ოზურგეთში წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და მერმა ავთანდილ თალაკვაძემ წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად 3 000 – 3 000 ლარი, ხოლო მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1000 – 1000 ლარი გადასცეს.
სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით ამოქმედდა.