ავთანდილ თალაკვაძე: ” ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას”!
დღეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შევხვდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით – 7 ოზურგეთელი პირველკურსელი 3 000 – 3 000 ლარით და მათი აღმზრდელი საჯარო სკოლა 1000 – 1000 ლარით დააჯილდოვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და საჯარო სკოლების დირექტორები.
მსგავსი სტატიები