ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო – მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეიდან მუშაობა 41 ბაღმა განაახლა, სადაც უკვე რეგისტრირებულია 2 143 ბავშვი.
დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნათია გოლიაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან ლალი სიჭინავასთან და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორთან, მაკა ჭყონიასთან ერთად აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.