„დავასუფთავოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაში – ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.
ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩის ტერიტორია მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა.
აქცია ასევე ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების, ადგილობრივი მოსახლეობისა და „ოზურგეთის მომსახურების ცენტრის“ ჩართულობით, სადაც ქუჩები და სოფლის ცენტრები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
საქართველოში კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ 2010 წლიდან ტარდება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს ინიციატივით.“