პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მიულოცა.
,, ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენი ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ ჩვენ გვყავს წარმატებული ახალგაზრდები. მჯერა, თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმითა და შემართებით, ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალი სასახელო და განათლებული თაობა აღიზრდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგები – მერი ჩაჩუა, ციური ბაბილოძე, ლამზირა გიორგაძე, სულიკო ბაბილოძე და გივი გიორგაძე დააჯილდოვეს.