ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 95 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვეს
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლებმა კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცეს.
ასევე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო ბილიხოძეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
პროექტს ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.