ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში, პროექტის – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ შემაჯამებელი დისკუსია-ფორუმი გაიმართა.
ფორმუზე, „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება – საჭიროებათა კვლევის“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებას და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
აღნიშნულ პროექტს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.