ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,, ქალთა აქტივიზმი – ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – შეხვედრა – პიკნიკი გაიმართა.
შეხვედრას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილი, საბჭოს წევრებთან, პროექტის ფარგლებში შექმნილ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან და მეწარმე ქალბატონებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე, მონაწილეებმა ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის მართვის გამოცდილება გაუზიარეს.
,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“, ” აქტივიზმი- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი ევროკავშრის დაფინანსებითა და ,,ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.