კულტურის ცენტრში ,,სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა

,,ქალთა აქტივიზმი – ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ამ სახელწოდებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, “სამოქალაქო პიკნიკი” გაიმართა.
შეხვედრას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილი, მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის მართვის გამოცდილება გაუზიარეს. ნაჩვენები იქნა პროექტის ფარგლებში მომზადებული, მეწარმე ქალთა ვიდოეისტორია.
,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“, ” აქტივიზმი- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი ევროკავშრის დაფინანსებითა და ,,ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები