ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბაილეთი, სილაური, ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულების მაჟორიტარმა პაატა კიღურაძემ და საკრებულოს წევრმა ბესიკ მელუამ ამომრჩევლებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარუდგინეს.
საკრებულოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, ანგარიშებში აისახა მათ მიერ მხარდაჭერილი და ინიცირებული საკითხები.
ამომრჩევლების შეკითხვებს საკრებულოს წევრებმა უპასუხეს, პრიორიტეტულ საკითხებზე შეჯერდნენ და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.
ვრცლად ანგარიშები, იხილეთ ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=20666